
შევქმნათ და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური დერმოკოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც ეფექტურად ემსახურება კანის ჯანმრთელობას, აღადგენს მის ბუნებრივ სილამაზეს და ამაღლებს მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხს ყოველდღე.
ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებლის პირად ინფორმაციას და ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ მისი კონფიდენციალურობა.
ვებგვერდზე შეკვეთის განთავსების ან ჩვენთან დაკავშირებისას შესაძლოა მოგთხოვოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი და სხვა აუცილებელი საკონტაქტო ინფორმაცია.
მიღებული ინფორმაცია გამოიყენება შეკვეთის დამუშავების, მიწოდების, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია არ გაიყიდება ან არ გადაეცემა მესამე პირებს კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს მომხმარებლის მონაცემების არასანქცირებული წვდომის, დაკარგვ ის ან გამოყენებისგან დასაცავად.
ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი მიღებული პროდუქტით დარჩეს კმაყოფილი.
კოსმეტიკური და დერმოკოსმეტიკური პროდუქტების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არის დაუზიანებელი, გამოუყენებელი და პირვანდელ მდგომარეობაში, ხოლო შეფუთვა არ არის გახსნილი.
გახსნილი ან გამოყენებული კოსმეტიკური პროდუქტის დაბრუნება, ჰიგიენური და უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი.
თუ მომხმარებელმა მიიღო დაზიანებული, არასწორი ან შეკვეთასთან შეუსაბამო პროდუქტი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პროდუქტის მიღებისთანავე და მოგვაწოდოთ შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალა.
დადასტურებული შემთხვევის შემთხვ ევაში, პროდუქტი შეიცვლება შესაბამისი პროდუქტით ან განხორციელდება თანხის დაბრუნება შეთანხმებული წესით.
თანხის დაბრუნების შემთხვევაში, თანხა დაბრუნდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც განხორციელდა გადახდა, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
შეკვეთის მიღების შემდეგ პროდუქტის დამუშავება და მომზადება ხდება იმავე დღეს შეთანხმებული წესით.
მიწოდების ვადა დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართსა და მიწოდების სერვისზე.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია მიწოდების სავარაუდო ვადის შესახებ.
მომხმარებელმა შეკვეთისას სწორად უნდა მიუთითოს სახელი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, რათა შესაძლებელი იყოს შეკვეთის დროული მიწოდება.
მიწოდების პროცესში წარმოშობილი შეფერხების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.
უმაღლესი ხარისხის ნედლეული: ჩვენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვატარებთ თქვენს ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, პროდუქციის წარმოებაში ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან საგულდაგულოდ შერჩეულ, სერტიფიცირებულ ნედლეულს.
ხელმისაწვდომი პროფესიონალური მოვლა: ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი კანი ფუფუნება არ არის — ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ მომ ხმარებელთა ფართო აუდიტორიას ვთავაზობს საუკეთესო ფასისა და უმაღლესი ხარისხის იდეალურ ბალანსს.
ჩვენი სამეცნიერო და ფარმაცევტული მიდგომები უზრუნველყოფს თითოეული პროდუქტის მაქსიმალურად აქტიურს კანის ბარიერის აღდგენას და შედეგზე ორიენტირებულობას
დავამკვიდროთ თავი, საქართველოშიც როგორც დერმოკოსმეტიკის სფეროში სანდო და პროფესიონალურმა პარტნიორმა როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.
ჩვენი მიზანია, კანის მოვლაში თანამედროვე ფარმაცევტული სტანდარტები და სამეცნიერო მიდგომები ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის. გვჯერა, რომ პროფესიონალური და მაღალი ხარისხის დერმოკოსმეტიკური მოვლა შეიძლება იყოს ეფექტური, სანდო და ამავდროულად ხელმისაწვდომი.
ჩვენი ღირებულებები:
უზადო ხარისხი და პასუხისმგებლობა
ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ სტანდარტი არ არის — ეს პასუხისმგებლობაა. თითოეული პროდუქტის შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინგრედიენტების ხარისხს, ფორმულაციის სანდოობასა და უსაფრთხოებას. მომხმარებლის ნდობა და კეთილდღეობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
ხელმისაწვდომობა
ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის კანის მოვლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვისწრაფვით, შევქმნათ ხარისხისა და ფასის ოპტიმალური ბალანსი, რათა პროფესიონალური დერმოკოსმეტიკა უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი.
სამეცნიერო მიდგომა და ინოვაცია;
ჩვენი საქმიანობის საფუძველია ფარმაცევტული სიზუსტე, აქტიური ინგრედიენტები და თანამედროვე ფორმულაციები. ჩვენი განვითარება ეფუძნება კანის მოვლის სფეროში თანამედროვე მიდგომების გამოყენებას და მუდმივ ინოვაციას.
მომხმარებელზე ზრუნვა და ნდობა:
ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია. ვუსმენთ მათ საჭიროებებს და ვთავაზობთ სანდო, გააზრებული და ეფექტური კანის მოვლის საშუალებებს. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება, არამედ გრძელვადიანი ნდობისა და ურთიერთობის ჩამოყალიბება.

